გურამ თუშიშვილს ყაზახეთში ნახევარფინალი წააგებინეს? - ის სკანდალისტად მონათლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალმათიში, ყაზახურ ეროვნულ ჭიდაობა კაზაკ კურესში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში ქართველი ძიუდოისტის გურამ თუშიშვილის მონაწილეობა სკანდალური გამოვიდა.

შარშან თუშიშვილი ფინალში მასპინძელ აიბეკ ნუგიმაროვთან დამარცხდა, ახლა კი მას ნახევარფინალში შეხვდა და ისევ წააგო. ყაზახმა ილეთი შეასრულა, რომელიც მსაჯებმა სუფთა გამარჯვებად შეაფასეს, თუშიშვილმა კი მეტოქეს გამარჯვება არ მიულოცა და მესამე ადგილისთვისაც არ იჭიდავა.

თუმცა, თავად ყაზახებიც აღიარებენ, რომ არ არიან დარწმუნებულნი მსაჯის გადაწყვეტილების ობიექტურობაში. გურამმა ჩათვალა, რომ არბიტრები მასპინძელს მიუდგნენ და ამან მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახური საიტი "კარავანი" ამ ნახევარფინალის შესახებ შემდეგს წერს:

"ერთი წლის წინ ქართველი მოჭიდავე აიბეკთან ფინალში დამარცხდა და თქვა, რომ მასზე უარყოფითად ზედმეტმა თავდაჯერებამ იმოქმედა. იმ წაგებიდან მან დასკვნები გამოიტანა: უკვე მე-40 წამზე ორი შეფასება "ბუკი" მოიპოვა, მაგრამ ნუგიმაროვი, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე შეტევისთვის მომენტის შერჩევის საოცარ უნარს ამჟღავნებდა, მოწინააღმდეგის წამიერი მოდუნებით ისარგებლა და შესანიშნავი ილეთი ჩაუტარა. თავიდან მსაჯმა ეს "ჟარტილაით " შეაფასა, მაგრამ ხალიჩის ხელმძღვანელთან და გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, აიბეკს სუფთა მოგება ჩაუთვალა.

გადამწყვეტი ეპიზოდი რამდენიმეჯერ გაამეორეს დიდ ტაბლოზე, მაგრამ ძნელია იმის დანამდვილებით მტკიცება, რომ ერთი ბეჭით შეეხო ქართველი ხალიჩას თუ ორით. თავად თუშიშვილი თვლიდა, რომ ბრძოლა უნდა გაეგრძელებინათ. ყაზახის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მან მეტოქეს და მსაჯს ხელი არ ჩამოართვა. თუშიშვილი იმდენად სერიოზულად განაწყენდა, რომ მესამე ადგილისთვის არ იჭიდავა და ბრინჯაოს ქამარი ავტომატურად ბიბიკოვს დარჩა".

ფინალში ნუგიმაროვმა თანამემამულე მუზაპაროვს სძლია, ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული და 10 მილიონი ტენგე ( 26 695 აშშ დოლარი) გამოიმუშავა.
მკითხველის კომენტარები / 46 /
წააგებინეს კი არა იასამანი, თქვენი ბაქიაობის არ გაიშვას D.D.D.
123
11 დეკემბერი 2018 16:58
2
არ ვიცი ვინ რა დაინახა, ჩემი აზრით ორივე ბეჭი არ დაუდია--შესაბამისად არ იყო სუფთა მოგება. მეორე საქმეა-- საერთოდ თუ ღირს გურამისათვის, ამისთანა ბანძ ტურნირში მონაწილეობის მიღება!
ფერნანდო
08 დეკემბერი 2018 14:12
5
კი მეწყინა მარა ტიპმა მართლა მაგარი გდება გაუკეთა.ასე რომ თანაფარდობა და ა.შ.არაფერ შუაშია.მოიგო ტიპმა ალალად.
კახა ქირია
08 დეკემბერი 2018 07:55
4
წააგო თუშიშვილმა აშკარად, გვწყინს წაგება მაგრამ ფაქტია. რინერმა რო მოუგო თუშიშვილს როგორ მოიქცა რინერი ხო გახსოვთ? არ გამოუვიდა კარგად გურამს, იმედია არ გაიმეორებს
beqa
08 დეკემბერი 2018 00:16
3
დინამიკაში სუფთა იყო, უშუალოდ დაცემის მომენტში თუ არა, მერე 100% ით.
გელა 67
07 დეკემბერი 2018 20:58
1
ჭიდაობაში ხშირად ხდება მიკერძოებული მსაჯობა, მაგრამ ისეთი ეფექტური, ლამაზი ილეთი გამოუვიდა ყაზახ სპორტცმენს, რომ თუშიშვილს დიდ ხანს ემახსოვრება, ხელის არ ჩამორთმევა კი არა სპორტული საქციელია. ბევრი დამეთანხმება, რომ ყაზახმა სამართლიანად მოიგო.
s.s.
07 დეკემბერი 2018 20:39
1
ჩემი აზრით კარგი იქნება თუ საქართველოში ქართულ ჭიდაობაში იაპონური სუმოს მსგავსად ჩავატარებთ 4 ტურნირს ყველა სეზონზე გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი! და ერთ შემაჯამებელ ღია მსოფლიო პირველობას, სათანადო ფულადი პრიზებით 30-20-10 ათასი დოლარი.ეს ყველაფერი ასე უნდა დაიწყოს- ყველა ისტორიულ რეგიონში - კახეთში, სვანეთში, რაჭაში იმერეთში, აჭარაში და ა.შ. უნდა შეიქმნას ქართული ჭიდაობის მინიმუმ ერთი მაინც საფირმო საფალავნო სკოლა - კლუბი, საკუთარი სახელით, მაგალითად "გურული მძლეთამძლე", ქართლში "არსენა", თბილისში "კულა, სამეგრელოში ნესტორ ესებუა"... ყველა კუთხე გამონახავს კლუბისთვის სახელს. მოზარდები, ახალგაზრდები უნდა მივიზიდეოთ. სუმოს მსგავსად უნდა დაწესდეს უმაღესი და მისი მიმყოლი დაბალი ლიგები. ბევრი წონითი კატეგორიები არ მგონია მოუხდეს ამ ჩვენ ჭიდაობას, 3-4 საკმარისი იქნება - 70 კილოგრამამდე, 70 -90, 90-105. და 105 ზე მეტი! ეს დეტალებია, პროფესიონალი მოჭიდავეები დახვეწავენ. მთავარია იდეას ხორცი შეესხას! დარწმუნებული ვარ ინტერესი დიდი იქნება, ხალხი დაესწრება და ფულსაც გადაიხდიან! თუ მენეჯერული თვალსაზრისით სწორად წარიმართება, ეს ყველაფერი კომერციულადაც მომგებიანი იქნება. მაგალითად, თუ ზაფხულის ტურნირი ჩატარდება შეკვეთილის "შავი ზღვის არენაზე" 10 000 კაციანი დასწრება გარანტირებულია!
aburjga
07 დეკემბერი 2018 18:34
1
ეს იყო შოუ სადაც თუშიშვილს უნდა წაეგო,რადგანაც ჩვენსა და ყაზახებს შორის თანაფარდობა იყოს.ფეხბურთში ორჯერ დავამარცხეთ და ყაზახეთში მათ ნაციონალურ ჭიდაობაში კიდეევ მათი დამარცხება არ იყო ლამაზი.გამგები გაიგებს.
გიოშა
07 დეკემბერი 2018 17:52
7
ამხელა სპორტცმენი კაცი ეგრე გოიმურად რატო იქცევი.ტეხავს და შენ ეს უნდა იცოდე.თუ წაგაგებინეს, წაგაგებინეს და შენი სპორტული ფსიხიკა მაგისთვის მზად უნდა იყოს.ისე ,ჩვენს რომელიმეს ესეტი იპონი შეესრულებია ვინმესთვის საუკუნის ერთერთ საუკეთესო ილეთად დახატავდნენ და იქნებოდა ერთი ამბავი.ზუსტათეგ გეწყინა ,რომ ამხელა ძიუდოისტი კაცი ეგრე დაგაგდო,აღარაააქვს მნიშვნელობა ორი ბეჭი იყო თუ მთლად ორი ბეჭი არა.
გოჩა
07 დეკემბერი 2018 17:50
4
გურამ,რომ არა ძიუდო კარგი მსახიობი გამოვიდოდა შენგან...
გიოშა
07 დეკემბერი 2018 16:57
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული