"გრიზმანის მაისური, ბასილაშვილის ჩოგანი, ტოჩინოშინის კიმონო" - 18 დეკემბერს სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების აუქციონი გაიმართება

AutoSharing Option
18 დეკემბერს, "ფუნიკულიორზე" კამპანია "ძლიერები არ ძალადობენ" საქართველოსა და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების აუქციონს გამართავს.

აუქციონზე გამოტანილი იქნება: 1. გურამ კაშიას მაისური - ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგა, საქართველო-ყაზახეთი. 2. გურამ კაშიას ბუცები - ნაკრები, ერთა ლიგა, საქართველო-ყაზახეთი. 3. გურამ კაშიას "ვიტესის" მაისური, რომლითაც არნემში ბოლო მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა. 4. გურამ კაშიას კაპიტნის სამკლაური - "ვიტესი", სარეკორდო 243-ე მატჩი. 5. ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩოგანი - მოგებული აქვს ჰამბურგის პირველობა და შანხაის მასტერსი. 6. ლაშა ტალახაძის ფინკა - 2018 წელი, აშხაბადი,
7 მსოფლიო რეკორდი და 3 ოქროს მედალი. 7. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ფინკა - ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა. 8. გენო პეტრიაშვილის ფინკა - 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი. 9. ტოჩინოშინის კიმონო თავისი ქამრით (ობით) 10. ტოჩინოშინის ფეხსაცმელი 11. ტოჩინოშინის ხელის ანაბეჭდი, ნახატი პორტრეტითა და ავტოგრაფით. 12. ერიკ აბიდალის მაისური - 2013 წელი, საქართველო-საფრანგეთი. 13. ანტუან გრიზმანის მაისური ავტოგრაფით. 14. ვარლამ ლიპარტელიანის კიმონო - 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ოქროს მედალი. 15. გურამ თუშიშვილის კიმონო - 2017 წელი, ევროპის ჩემპიონატი, ოქროს მედალი. 16. მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურთი ავტოგრაფებით - საქართველო - სამოა. 17. ზაზა ფაჩულიას მაისური ავტოგრაფით - დეტროიტ პისტონსი. 18. გიორგი ჩაკვეტაძის მაისური - გენტი.

შემოსული თანხით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებს, ამორტიზებული სპორტული დარბაზსი გარემონტდება და კეთილმოეწყობა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოჩინოშინის კიმონო არ მინდა ტანგა გადამინახეთ არავინ დამასწროს ყიდვა :D
დათო30
13:33 14-12-2018
2

სიახლეები პოპულარული