კაშიას სამკლაური, ტოჩინოშინის კიმონო, ჩაკვეტაძის მაისური - რამდენად გაიყიდა ქართველი სპორტსმენების აქსესუარები

AutoSharing Option
შალვა ოგბაიძის ფოტო

გუშინ, 18 დეკემბერს, კამპანია "ძლიერები არ ძალადობენ" ორგანიზებით საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, სადაც ქართველი და უცხოელი სპორტსმენების აქსესუარები გაიყიდა.

  • გურამ კაშიას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური - 1200 ლარი
  • გურამ კაშიას "ვიტესის" მაისური, რომელიც კლუბში ჩატარებულ ბოლო მატჩში ეცვა - 1100 ლარი.
  • გურამ კაშიას ბუცები - 600 ლარი
  • გურამ კაშიას "ვიტესის" კაპიტნის სამკლაური - 800 ლარი.
  • ტოჩინოშინის ხელის ანაბეჭდი, პორტრეტი და ავტოგრაფი - 800 ლარი
  • ტოჩინოშინის კიმონო და ქამარი - 3000 ლარი
  • ტოჩინოშინის ფეხსაცმელი
    - 1100 ლარი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩოგანი - 9000 ლარი
  • ლაშა ტალახაძის ფინკა - 4000 ლარი
  • ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ფინკა - 3000 ლარი
  • გენო პეტრიაშვილის ფინკა - 2000 ლარი
  • ვარლამ ლიპარტელიანის კიმონო - 1500 ლარი
  • გურამ თუშიშვილის კიმონო - 2500 ლარი
  • საქართველოს მორგაბეთა ნაკრების ბურთი მოთამაშეთა ავტოგრაფებით - 3000 ლარი
  • ზაზა ფაჩულიას "დეტროიტის" მაისური ავტოგრაფით - 3100 ლარი
  • გიორგი ჩაკვეტაძის "გენტის" მაისური - 2500 ლარი
  • ანტუან გრიზმანის მაისური ავტოგრაფით - 2400 ლარი
  • ერიკ აბიდალის მაისური - 2013 წელი. - 900 ლარი

სულ აუქციონზე 42 000 ლარი შეგროვდა, აღნიშნული თანხით საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბერშუეთის ქართული სკოლის სპორტული დარბაზი გარემონტდება.

alt"გრიზმანის მაისური, ბასილაშვილის ჩოგანი, ტოჩინოშინის კიმონო" - 18 დეკემბერს სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების აუქციონი გაიმართება


მომზადებულია "ძლიერები არ ძალადობენ" ოფიციალური გვერდის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აქ მთავარი მარტო შეგროვილი ფული რიოდია, ეს თანადგომის, ჭირის გაზიარების. მოყვასის სიყვარულის გამოხატულებაა, დასტურია იმისა, რომ მარტონი არ ვართ, ჩვენს ირგვლივ ბევრი კეთილი ადამიანია. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები. და მეორეც, სიკეთის კეთება გადამდები სენია, ღმერთმა ქნას, ეს სენი გადაედოს სრულიად საქართველოს!!!!!
ვააა
18:00 19-12-2018
2
გაიხარეთ მაგარი საქმეა გრიზმანმა როგორ გაიგო ეს ამბავი საინტერესოა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული