"გზაში არაჯანსაღ საკვებს ვჭამდი და ლუდს ვსვამდი" - მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივ მარათონში გამარჯვებული ქალი

AutoSharing Option
ამერიკელმა მორბენალმა კემილ ჰერონმა 2017 წელს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი, 24-საათიანი მარათონი მოიგო და ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მან ერთი დღე-ღამის განმავლობაში 162,9 მილი გაირბინა, პირველი 100 მილი კი 13 საათსა და 25 წუთში დაფარა, რაც ქალთა შორის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.

კემილ ჰერონმა BBC-სთან ინტერვიუში მისი ცხოვრების ყველაზე დამღლელი 24 საათი გაიხსენა და თქვა, რომ ამ მარათონის პერიოდში ის არაჯანსაღ საკვებს იღებდა და კოკა-კოლასა და ლუდს სვამდა.

"სხეულს ძილი სურდა, ამიტომ გაუცნობიერებლად მივრბოდი, თუმცა პარალელურად, ამაყი ვიყავი, რადგან ისეთ რამეს
ვაკეთებდი, რაც იქამდე არასდროს გამიკეთებია. ვარჯიშის დროს 162 მილი არასდროს გამივლია. როდესაც ძალიან გადავიღალე, მივხვდი რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო, ჩემმა ქმარმა გზაში ორმაგი ტაკო და ლუდი მომაწოდა, რომელიც ჩემს საყვარელ რესტორანში შეუკვეთა. თავს ზომბივით ვგრძნობდი, ტრანსში ვიყავი. ცხადია, გზაში წყალს და სხვა გამაჯანსაღებელ სასმელსაც ვსვამდი, მეუღლემ კოკა-კოლაც მომიტანა. ეს ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი დღე იყო, რადგან დავამტკიცე, რომ ქალებს მამაკაცების დამარცხება შეუძლიათ. ჩემი ახალი მიზანი 2028 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლაა, ქალი მორბენალები ამ სპორტში 50 წლამდე რჩებიან, მე ახლა 36 წლის ვარ, შესაბამისად - კარიერას ახლა ვიწყებ" - უთხრა კემილ ჰერონმა BBC-ს.

ამერიკელმა ათლეტმა 5 მილით მეტი გაირბინა, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა მამაკაცმა ჯეიკობ ჯექსონმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფინიშზე რომ ოთარ ტატიშვილი დახვდა და ალბათ ინტერვიუც აიღო,ვხედავ,მაგრამ ქალი სად არის მანდ?
ვხუმრობ,რათქმა უნდა.
სოსო
14:53 26-12-2018
0

სიახლეები პოპულარული