მოსკოვში ამერიკელი ჯაშუში დააპატიმრეს - ის "სპარტაკის" გულშემატკივარია

AutoSharing Option
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ახალი წლის წინ მოსკოვში აშშ-ს ჯაშუში პოლ უილანი დააპატიმრეს, რომელიც "სპარტაკის" ფანია.

რადიო "ეხო მოსკვის" რედაქტორმა ალეკსეი ვენედიკტოვმა განაცხადა, რომ უილანი 2007 წლიდან მოყოლებული სისტემატურად სტუმრობს მოსკოვს და "სპარტაკის" ქომაგია.

"ის "სპარტაკის" ფანია. 2007 წლიდან ჩამოდის მოსკოვში, "კონტაკტში" აკაუნტი აქვს. რუსებს ყველა დღესასწაულს ულოცავს. 2010 წელს ჯარიდან ქურდობის გამო გააგდეს. ის სულაც არაა ერთგვაროვანი ბიჭი. თანაც, ჯაშუშიც ყოფილა", - თქვა ვენედიკტოვმა.

აღნიშნული ინფორმაცია ამერიკელმა ჟურნალისტმა კრისტოფერ მილერმა დაადასტურა, რომელმაც უილანის ეს სურათი გამოაქვეყნა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული