12:29 11-02-2019
საქართველო 6 სპორტსმენით - სარაევოში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნა [VIDEO]
AutoSharing Option
ოლიმპიური ცეცხლი დაანთო ბოსნია-ჰერცეგოვინელმა ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ლარისა ცერიჩმა.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იყო სამთო-მოთხილამურე სანდრო ჟორჟოლიანი. ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყანა სპორტის 2 სახეობაში (სამთო - სათხილამურო სპორტი, ფიგურული ციგურაობა) 6 სპორტსმენით წარდგება.
ცერემონიას დაესწრნენ ბოსნია-ჰერცეგოვინის პოლიტიკური ლიდერები, სარაევოსა და აღმოსავლეთ სარაევოს მერები, ევროპული სპორტის მაღალჩინოსნები, ცნობილი სპორტსმენები.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე, სარაევოს ოლიმპიურ მემკვიდრეობაზე, რომელიც 35 წელს ითვლის.
მან გაიხსენა 1984 წელს სარაევოში ჩატარებული ზამთრის ოლიმპიური თამაშები: "35 წლის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ისევ ესტუმრა სარაევოს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ენთუზიაზმი, ამ ფესტივალზე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგები განაახლებს სარაევოს ოლიმპიურ სულისკვეთებას და მის რეპუტაციას ევროპულ სპორტში", - განაცხადა კოჩიანჩიჩმა.
ფესტივალის პროგრამაშია ზამთრის სპორტის 8 სახეობა.
მომზადებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის Facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული