საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში

AutoSharing Option
ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით, მსოფლიო რუკაზე საქართველომ საპატიო ადგილი გასულ წელს დაიკავა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ევროპის თასის ეტაპებს ჩაატარებს.

8-დან 10 მარტამდე გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ-კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს. პირველ დღეებში "კუდების" ფერდობზე ქალთა და ვაჟთა შორის ეტაპები გაიმართება. 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 62 სპორტსმენი
მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. საქართველოს ეწვევიან მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირში გამარჯვებული მოთხილამურეები ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან და სხვ.

ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა სნოუბორდ-კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად დაშვებას გულისხმობს. დაბრკოლებებიანი ტრასის გავლას სნოუბორდისტები მინიმალურ დროში ცდილობენ და საკმაოდ დაძაბულ და ამავე დროს, აზარტულ სანახაობას ქმნიან.

საერთაშორისო შეჯიბრს საქართველომ გასულ წელს პირველად უკვე უმასპინძლა. ბაკურიანში სკი-კროსში ჩატარებულმა ტურნირმა უცხოელი სპორტსმენებისა და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

შეჯიბრება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მისი გენერალური სპონსორი კომპანია "სილქნეტისა" და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის ვებგვერდს: www.gsf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული