"კუდების" ფერდობზე სათხილამურო ტრასის მშენებლობა უკვე დასრულდა. სპეციფიკური ტრასის ასაშენებლად მსოფლიო თასის ეტაპების ტრასების ფრანგი დიზაინერი და მშენებელი ტომას გირლანდო, ქართველ კოლეგებთან ერთად, 7 დღე მუშაობდა.
სხვადასხვადაბრკოლებიანი, ბუნებრივი თოვლის საფარით მომზადებული ტრასის სიგრძე თითქმის 1 კილომეტრს შეადგენს. ვერტიკალური ვარდნა - 120 მეტრი.
ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა - სნოუბორდ კროსი, ტრასაში ოთხი სპორტსმენის ერთდროულად
აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება ბაკურიანში.
პირველ დღეს შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენები 11:00 საათზე აიღებენ სტარტს. მანამდე კი ღონისძიების ორგანიზატორები 9:30 სთ-ზე "რედკოს" დასახლებაში, "მითლოფის" ტერიტორიაზე პრესკონფერენციას გამართავენ.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების პარტნიორია კომპანია "სილქნეტი", რომელიც 2008 წლიდან სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია.
სათხილამურო ფედერაცია