ბრიტანული პორნოინდუსტრიის კლუბი ველოსპორტის კავშირიდან გარიცხეს

AutoSharing Option
ბრიტანული ველოკლუბი, რომელიც პორნოინდუსტრიის მუშაკებითაა დაკომპლექტებული, ველოსპორტის კავშირიდან გარიცხეს.

ამ ორგანიზაციაში ჩათვალეს, რომ კლუბის დასახელება Porn Pedallers-ი სპორტულ იდეალებს არ შეესაბამება.

კლუბი ბრიტანეთის ველოსპორტის ფედერაციის წევრი 3 წელი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა - მათი აზრით, ეს ფედერაციის იმიჯს ზიანს აყენებს.

"ველოსპორტი ყველასთვის არსებობს, თუმცა ჩვენთვის არა. ჩვენ მხოლოდ ველოკლუბი ვართ, ჩვენი წევრები აქ ერთობიან და ქველმოქმედებაზე ფულს აგროვებენ. ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია", - პროტესტს გამოთქვამს Porn Pedallers-ი თავის ტვიტერზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული