გუდაურში პირველად ევროპის თასის ეტაპი გაიმართა

AutoSharing Option
პირველად საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით, ქალთა და ვაჟთა შორის სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპი გაიმართა.

შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 57-მა  სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. პირველი საშეჯიბრო დღე თითქმის 5 საათის განმავლობაში კუდების ფერდობზე, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ტრასაზე მიმდინარეობდა.

სნოუბორდ კროსი ოლიმპიური სპორტის ერთ-ერთი დისციპლინაა. შეჯიბრის დროს ოთხი სნოუბორდისტი სტარტს ერთდროულად იღებს და მინიმალურ დროში ცდილობს ტრასის გავლას.
ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი სნოუბორდისტი ჰანა იედიოჰა (Hanna Ihedioha) გახდა, ვაჟთა შორის კი - ავსტრიელი სპორტსმენი ჯაკობ დუსეკი
(Jakob Dusek).

დანარჩენი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

II ადგილი
ქალთა შორის - ლარა კაზანოვა (Lara Casanova, SUI)
ვაჟთა შორის - ჯერომ ლიმენი (Jerome Lymann. SUI)

III ადგილი
ქალთა შორის - ქლოე პასერატი (Chloe Passeratt FRA)
ვაჟთა შორის - დევიდ პიკლი (David Pickl Aut)

IV ადგილი - ქალთა შორის - სოფი ჰედიგერი (Sopie Hediger SUI)
ვაჟთა შორის - მერლინ სარგეტი (Merlin Sarget FRA)

შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს სიგელები და თასები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, ფულად პრიზებთან ერთად.

ხვალ, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის მეორე ეტაპები გაიმართება. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია "სილქნეტის" მხარდაჭერით ტარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული