კლიმატურმა პირობებმა მონაწილეებს და სპორტმენებს ხელი შეუწყო შეჯიბრის წარმატებით ჩატარებაში.
გამარჯვებული ესპანელი მარკ როური გახდა.
დანარჩენი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
II ადგილი - გეზა კინდა (რუმინეთი)
III ადგილი - რომან ალექსანდროვსკი (უკრაინა)
IV ადგილი - კილი ვაისი (დიდი ბრიტანეთი)
ქართველმა სნოუბორდისტებმა სამწუხაროდ კვალიფიკაცია ვერ გაიარეს.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს სიგელები და
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები და FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრი საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია "სილქნეტის" მხარდაჭერით ტარდება.
მომავალ კვირას, 15მარტს გუდაური FIS -ის სკი კროსის საეთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს. 16,17 მარტს კი ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ამავე დისციპლიმაში.