ზაფხულის სპეციალური ოლიმპიადიდან ქართველი სპორტსმენები 6 მედლით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
14-21 მარტს არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა 2019 წლის მსოფლიოს ზაფხულის სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში გამართულ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლის მფლობელი მარიამ ტოპოლიანი მაგიდის ჩოგბურთში გახდა. ლიკა კვარაცხელიამ ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვება მოახერხა 50 მეტრსა და 25 მეტრზე სირბილში.

მეორე ადგილი დაიკავა მარიამ ტოპოლიანისა და გიორგი დიდიას წყვილმა მაგიდის ჩოგბურთში.

ორი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება სერგო გვარაძე, რომელმაც მესამე ადგილი 100 და 200 მეტრ დისტანციაზე სირბილში მოიპოვა.

მომზადებულია ქართული
სპორტის სტატისტიკის Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული