სხვა

სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვი: კონორი ეჭვიანი ცოლივითაა - სულ ამბობს, რომ მიდის, მაგრამ შემდეგ ბრუნდება

AutoSharing Option
მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორის მიერ კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.

"კონორი ეჭვიანი ცოლივითაა - სულ ამბობს, რომ მიდის, მაგრამ შემდეგ ბრუნდება", - განაცხადა ხაბიბმა ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ კარიერის დასრულების შესახებ კონორ მაკგრეგორმა 26 მარტს გამოაცხადა. ირლანდიელი მებრძოლი ოქტაგონზე გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ გამოჩენილა, როდესაც მან ორთაბრძოლა სწორედ ხაბიბ ნურმაგომედოვთან დათმო.