ქართველი ჰალკი! - ლევან საგინაშვილმა მსოფლიოს TOP 8-ში გამოცდილი მეტოქე მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აპრილს მალაიზიაში მკლავჭიდელთა შორის მსოფლიოს ტოპ 8-ის ტურნირის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებს ლევან საგინაშვილი მეტსახელად "ქართველი ჰალკი.

საგინაშვილი მეოთხედფინალში საკმაოდ ძლიერ მკლავჭიდელ ამერიკელ ტიმ ბრესნანს შეხვდა, თუმცა 6:0 დაამარცხა, რასაც პრინციპში ექსპერტები ელოდნენ კიდეც. შეხვედრამდე მათ გამოთქვეს აზრი, რომ ბრესნანი კი არის გამოცდილი მკლავჭიდელი, მაგრამ საგინაშვილი შეხვედრას 6:0-ს ან 5:0-ს მოიგებდა. როგორც ხედავთ ექსპერტების პროგნოზი ახდა.

ამ პროგნოზის საფუძველი სპეციალისტებმა მარტივად ახსნენს - ლევანი ძალიან ძლიერია და ბრესნანის გამოცდილება და ტექნიკა ვერაფერს დააკლებს.

ამით საგინაშვილმა ნახევარფინალის საგზური
მოიპოვა, სადაც რუს ვიტალი ლალეტინის შეხვდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 121 000 დოლარია. გამარჯვებული 50 000 დოლარს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლალეტინი ზოგადად ძლიერია მარა დღეს არ მგონია ლევანის კონკურენტი იყოს. საერთოდ მაგ ტურნირზე არავინ არაა ჰალკის კონკურენტი. არ არის ძლიერი ტოპ 8, ლარატი არ იღებს მონაწილეობას, ზოხი ეხლა მოვიდა აზრზე ავარიის შემდეგ, პუშკარი გარდაიცვალა და ციპლენკოვს რაც შეეხება ინსულტამ ხია მგონი ასე რომ დღესდღეობით უკონკურენტოა საგინაშვილი
ერე
12 აპრილი 2019 16:37
0
ძალაც კი არ დაუხარჯავს ზედმეტად, ასეთ დონის მკლავჭიდელს ასე რომ გააუბედურებ ზნაჩიტ დონე ხარ!!!! გილოცავ და იმედი მაქვს გაამართლებ ჩემ პროგნოზს რუსთან! პ.ს. ხელს მოანგრევს ლალეტინს!!!!
მიშა
06 აპრილი 2019 22:59
0
ციპლენკოვს უნდა მოუგო აუცილებლად... ჰალკი შრეკის წინააღმდეგ!!!
Musenbezi
06 აპრილი 2019 21:35
0
სტარტი არ წაუგია ლევანს. არ დაურტყია უბრალოდ სტარტი. ფიზიკური სხვაობა იყო ძალიან დიდი და უბრალოდ “ხელი გაუჩერა“ ტიმის
გიორგი
06 აპრილი 2019 18:23
0
სტარტი არ წაუგია ლევანს. არ დაურტყია უბრალოდ სტარტი. ფიზიკური სხვაობა იყო ძალიან დიდი და უბრალოდ “ხელი გაუჩერა“ ტიმის
გიორგი
06 აპრილი 2019 18:23
0
ლევანს ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ რაღაც შენელებული მეჩვენა თითქმის ყველა სტარტი ძააგო, ვიმედოვნებ რომ თავისი ჯანის ჯეროდა და გრძნობდა მომენტს, ალბათ აქცენტი ძალაზე გააკეთა ამ შემთხვევაში.
პ.ს. რატომ ირთვება ვიდეო ავტომატურად, თუ მინდა დავაჭერ და გავხსნი იქნებ ტელეფონით ვარ შემოსული და უბრალოდ სტატიას მინდა გავეცნო.
ქარ
06 აპრილი 2019 16:49
1
ჰალკი, ჰალკი, რად გვინდა ეს სახელი, დავარქვათ ქართველი "ამირანი".
პაატა
06 აპრილი 2019 16:43
3
ყოჩაღ ლევან, ისეთ ფორმაში ხარ ყველა უნდა დაამარცხო!!!
მალაქია
06 აპრილი 2019 15:47
0
წარმატებები ჰალკს!!!
Zaza
06 აპრილი 2019 15:19
0
გილოცავ ლევან და გისურვებ გამარჯვებას, გულით ვქომაგობ ყველა შენნაირ უბრალო და პატიოსან კაცს.. ნამდვილი პატრიოტი და თავმდაბალი სპორტსმენია.. მიხარია რომ ნელ-ნელა აშუქებს პრესაც და ტელევიზიაც
ქართველი რკინის კაცი
06 აპრილი 2019 15:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული