ხაბიბ ნურმაგომედოვი: კრიშტიანო რონალდოს დაღესტანში დავპატიჟებდი, მაგრამ...

AutoSharing Option
UFC-ის ვარსკვლავმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა რუსულ Match TV-სთან კრიშტიანო რონალდოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"რონალდოსთან ყოველი მატჩის შემდეგ ვურთიერთობ. ის Instagram-ის საშუალებით გავიცანი. დაღესტანში დავპატიჟებდი, მაგრამ მისთვის დაცვის დაქირავება მომიწევს. არ ვიცი, მისი სიცოცხლის დაცვას მოვახერხებ თუ არა", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

კრიშტიანო და ხაბიბი ერთმანეთს 2018 წლის თებერვალში შეხვდნენ და ერთმანეთს საჩუქრებიც გადასცეს. რონალდომ ტრადიციული ქუდი მიიღო, დაღესტნელმა მებრძოლმა კი - მაისური პორტუგალიელის ავტოგრაფით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული