სხვა

სხვადასხვა

პირველი ბრძოლა UFC-ში - რომან დოლიძის მეტოქე და შეხვედრის თარიღი ცნობილია

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე UFC-ში პირველ შეხვედრას აშშ-ში 29 წლის ბრაზილიელ ვინისიუს მორეირასთან 30 ივნისს გამართავს.

ქართველის მომავალ მეტოქეს ოქტაგონზე 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 9 მოიგო.

რომან დოლიძე აქამდე უკრაინაში World Warriors Fighting Championship-ში გამოდიოდა, სადაც 6-დან 6 მოგება აქვს.

UFC-ში ქართველი მებრძოლის დებიუტი 20 აპრილს რუსეთში, ჰაჯიმურად ატინგულოვთან უნდა გამართულიყო, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ეს ორთაბრძოლა არ შედგა.

რომან დოლიძის და ვინისიუს მორეირას დაპირისპირება მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში გაიმართება.