სხვა

სხვადასხვა

ბაქარ მათიკაშვილი ნარდის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
8-14 აპრილს მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში ნარდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.

ასპარეზობის მთავარი პრიზის მფლობელი და მსოფლიო  ჩემპიონატის გამარჯვებული, სსნფ ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბაქარ მათიკაშვილი გახდა.

წყვილთა შორის ნოდარ გაგუასა და კახა ფანქველაშვილის წყვილმა მე-2 საპატიო ადგილი დაიკავა.

ინტერმედიის გათამაშებაზე ირაკლი ჯაში მე-6 ადგილზე გავიდა.

ვორმაპის გამარჯვებული კარენ სარქისიანი იყო.

მომზადებულია geonardi.com-ის მიხედვით