ახალგაზრდა ქართველი წყალში მხტომელების წარმატება ზადარის ტურნირზე

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation/

3-5 მაისს, ხორვატიის ქ. ზადარში ჩატარდა LEN-ის (ევროპის საწყლოსნო ფედერაცია) მე-17 საერთაშორისო ტურნირი წყალში ხტომაში "ალპე ადრია ზადარი", რომელშიც ახალგაზრდებსა და კადეტებს შორის ევროპის 8 ქვეყნის 150 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს ირაკლი საკანდელიძე, თეკლა შარია, მარიამ შანიძე, გიორგი წულუკიძე, კოკა საკანდელიძე და ალექსანდრე ცხომელიძე წარადგენდნენ.

მარიამ შანიძემ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო შეჯიბრების ბოლო დღეს 19-წლამდელებს შორის 3 მეტრის ტრამპლინიდან ხტომაში ოქროს მედალი პირადი რეკორდით (406 ქულა) მოიპოვა ირაკლი საკანდელიძემ

მომზადებულია facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation/-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული