BEST COUNTRY GEORGIA!!! - დვალიშვილის ემოციური სიტყვა UFC-ში მოგების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა MMA მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ფარგლებში გამართულ ბრძოლაში კანადელი ბრედ კატონა დაამარცხა.

კატონა აქამდე დაუმარცხებელი გახლდათ. თავის მხრივ, მერაბმა კარიერაში მე-9 გამარჯვება იზეიმა. კატონას დამარცხების შემდეგ დვალიშვილმა რინგზევე გააკეთა კომენტარი. ქართველი მებრძოლი ძალიან გახარებული და ემოციურად დატვირთული იყო.

- პირველად შენს კარიერაში, 2 ბრძოლა მოიგე ზედიზედ (იგულისხმება UFC-ის ფარგლებში გამართული ბრძოლები), როგორი გრძნობაა?
- საუკეთესო გრძნობაა, ამაზე უკეთესი არაფერია. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან რთული ბრძოლა იყო ჩემთვის. ეს ჩემი კონტრაქტით გათვალისწინებული ოთხი ბრძოლიდან ბოლო იყო. წაგების შემთხვევაში უფრო პატარა ორგანიზაციაში
მომიწევდა ჩხუბი, მაგრამ მე UFC-ში დარჩენა მინდა, საუკეთესო მებრძოლებთან ჩხუბი.

ჩემ გვერდით საუკეთესო გუნდია. მე მიყვარს ჩემი გუნდი. "სიერა ლონგო" საუკეთესო გუნდია. დიდი მადლობა, ბიჭებო, თქვენი დამსახურებით ვარ ახლა აქ. მადლობა და მიყვარხართ.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო UFC-ს ყველაფრისთვის. მე მხოლოდ ბრძოლა მინდა და გაჩვენებთ, როგორია ნამდვილი ბრძოლა.

- თქვი, რომ ძნელი იყო შენთვის, თუმცა ასე საერთოდ არ ჩანდა. შენ ბრწყინვალე იყავი. გვითხარი, როგორი იყო შენი საბრძოლო გეგმა?
- მე ყველგან შემიძლია ვიჩხუბო. ეს კანადაა. დიდი პატივისცემა ჩემგან ბრედ კატონას, მაგრამ მე არ მინდოდა გარისკვა, არ მინდა მსაჯების იმედად დარჩენა. ვეცადე, რომ ძირს ყოფილიყო, ვურტყამდი და ნელ-ნელა მივიყვანე ბრძოლა ბოლომდე. ახლა მე გამარჯვებული ვარ, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ. დღეს მოგებული ვარ, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. გავახარე ჩემი ქვეყანაც, საუკეთესო ქვეყანა - საქართველო. და მადლობა თქვენ!

altმერაბ დვალიშვილმა დღემდე უძლეველი ბრედ კატონა დაამარცხა [სრული შეხვედრის ვიდეო]

მკითხველის კომენტარები / 4 /
Raari ra reklamebia es argindat bevri mkitxveli gyavdet?!
Bacho
17:32 06-05-2019
0
მაგარია წარმატებები მერაბს. მაგრამ ეს ფაფახი გააშარჟეს რაა, ჩეჩნებს და დაღესტნელებს ბაძავენ თუ რა პონტია, თან საერთოდაც არ არის ქვეყნის სახე და სიმბოლო და არც ქვეყნის ერთგვარ სავიზიტო ბარათად უნდა ჩაითვალოს. ამ ქუდს აქვს თავისი კარგად განსაზღვრული ფუნქცია, თავისი საცხოვრებელი გარემო პირობებით. ეს ფაფახი იმ ხალხის, იმ ადგილობრივებისთვის, იმ მხარისთვის და იმ შესაფერისი პერიოდისთვის არის განკუთვნილი სადაც ამ ფაფახს სწორი მნიშვნელობით იყენებენ. დროშა ხომ გაქვს? გაქვს. გამოდიხარ კონკრეტული ქვეყნის სახელით, გეძლევა სიტყვა, მეტი რაღა გინდა რა, ბარემ ქართული კულტურის სტენდიც გავხსნათ ხოლმე, მერე ქართულად ვიმღეროთ "ტრიოს მანდილი" ან სხვა რამე მაგ: "ფაფახური" , მერე შალახო ვიცეკვოთ და ესე არ ჩამოვრჩეთ დანარჩენ მსოფლიოს სახალხო დიპლომატიაში. კიდევ ცეკვები ჩრ.კავკასიური სენი ჩეჩნების ლეზგინკა და ისევ ჩვენების მიმბაძველობა, მგონი ჯოჯუამ იცეკვა ჰო? დავლური თუ რაღაც მსგავსი. უბრალოდ პროფესიონალიზმს მიაწექით და ყველაფერი კარგი თავისით მოხდება. ეს დანარჩენი კი უგემოვნობაა მეგობრებო.
ილარიონი
16:59 06-05-2019
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული