ქართველმა აკრობატებმა ბულგარეთში წარმატებას მიაღწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა აკრობატებმა წარმატებას მიაღწიეს.

გოგონათა გუნდი, რომლის წევრებიც მარიამ მღებრიშვილი, ნინო ბაიდაური და ლიზი ომიაძე არიან, 13-19 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდა.

მათ მე-2 ადგილი დაიკავეს კომბინირებულ ვარჯიშსა და დინამიკურ ვარჯიშში და ერთი მესამე - ბალანსირებულ ვარჯიშში. ბავშვებს მუსიკის თანხლებით სხვადასხვა აკრობატული ილეთის შესრულება უწევდათ.

ტურნირში ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილეობას. გოგონების მწვრთნელი მარიამ გიგოლაშვილი ამბობს, რომ მათ საკმაოდ რთული პროგრამა წარადგინეს და მონაწილეებს შეფასებებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აძლევდნენ.

ქულების შეჯამების შემდეგ საქართველომ პირველი გუნდური
ადგილი დაიკავა.

"ამ სამი გოგონას გარდა, წარდგენილი გვყავდა ბიჭების ოთხეული, ვაჟთა წყვილი და გოგონების წყვილი. ქულები შეიკრიბა, ჯამურად. საქართველო გავიდა პირველ ადგილზე. მეორეზე - ბულგარეთი, მესამეზე კი - ინგლისი" - ამბობს მწვრთნელი.

მისივე თქმით, ხშირად იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებში და ბავშვებიც წარმატებას აღწევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული