პირველი ეროვნული ჩემპიონატი გოლფში - სიმბოლური დარტყმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა

AutoSharing Option
18 მაისს გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა. პირველი სიმბოლური დარტყმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა, რის შემდეგაც ასპარეზობაში ჩემპიონატის მონაწილეები ჩაერთნენ.

ჩემპიონატს, რომელშიც 32 მოყვარული მამაკაცი გოლფერი იღებს მონაწილეობას, "Tbilisi Hills Golf Club" მასპინძლობს.

19 მაისს გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებს.

ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველ ბურთს ეძებენ ჯერ კიდევ:)
თენგო
08:05 21-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული