ნარდში საქართველოს თასი 2019 გაიმართა

AutoSharing Option
25-26 მაისს საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის მიერ, ფედერაციის პარტნიორების (საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის", სასტუმრო "პრიმავერა" და "მეირ შავიტის სტუდიო") მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშება მოეწყო.

მატჩები 25 მაისს შესარჩევი ციკლით დაიწყო და 26 მაისს ფინალური ეტაპით გაგრძელდა.

26 მაისს, ფინალურ მატჩში ერთმანეთს ვალერი თორელი და სოინგულ ამიროვი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ვალერი თორელმა მოიპოვა და საქართველოს ეროვნულ თასს დაეუფლა.

ამავე დღეს საქართველოს თასი 2019 ქალთა შორისაც გათამაშდა, სადაც ფინალში მარინა პიველმა თამარ ფულარიას სძლია და ქალთა შორის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშება 26 მაისს გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავთ გამარჯვებულებს
თბილისის ნარდის ფედრაცია
16:45 28-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული