მატჩები 25 მაისს შესარჩევი ციკლით დაიწყო და 26 მაისს ფინალური ეტაპით გაგრძელდა.
26 მაისს, ფინალურ მატჩში ერთმანეთს ვალერი თორელი და სოინგულ ამიროვი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ვალერი თორელმა მოიპოვა და საქართველოს ეროვნულ თასს დაეუფლა.
ამავე დღეს საქართველოს თასი 2019 ქალთა შორისაც გათამაშდა, სადაც ფინალში მარინა პიველმა თამარ ფულარიას სძლია და ქალთა შორის გამარჯვებული გახდა.