თბილისში გოლფის საერთაშორისო სამოყვარულო ტურნირი გაიმართება

AutoSharing Option
6 ივნისს, 19:00 საათზე, "გალერია თბილისში" მდებარე რესტორან Chaikhana Bazar-ში (2/4 შოთა რუსთაველის გამზირი, მე-4 სართული) გოლფის საერთაშორისო ტურნირის, Taste and Play-ს პრეზენტაცია გაიმართება.

ტურნირს, რომელშიც მონაწილეობას მოყვარული გოლფერები მიიღებენ, 17-19 ოქტომბერს Tbilisi Hills Golf & Residences-ი (სოფელ თელეთისა და შავნაბადის მთის მიმდებარე ტერიტორია) უმასპინძლებს.

პრეზენტაციას დაესწრებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.

საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს გოლფის ფედერაცია და საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსი.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული