სხვა

სხვადასხვა

ფოთში ტაეკვონდოს სამი მწვრთნელი დაკავეს - კოლეგები მათ გათავისუფლებას ითხოვენ

AutoSharing Option
ფოთში ინციდენტი მოხდა. დაკავებულია ტაეკვონდოს სამი მწვრთნელი. დღეს ტაეკვონდოში ფოთში შეჯიბრი იმართებოდა, სადაც ჩამოვიდნენნ სპორტის ამავე სახეობის მწვრთნელები სხვადასხვა რეგიონიდან. მათი თქმით, 7 წელია საქართველოს ტაიკვანდოს ეროვნულ ფედერაციას მართავს სულხან ბაბუაძე და მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან.

აბობენ , რომ ის არაფერს აკეთებს ტაიკვანდოს წინსვლისთვის. ისინი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ და მის გადაყენებას მოითხოვენ.

დღეს მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათივე თქმით, გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. ისინი დაკითხვაზე ფოთის პოლიციაში
იმყოფებიან.

"ინციდენტი ზოგადად გამოიწვია ფედერაციის არასწორმა მმართველობამ. ეს წლების პრობლემაა. მწვრთმნელების 95% ამ პრეზიდენტს სამი თვეა ბოიკოტს უცხადებს. ეს ადამიანი ყველაფერზე იგნორირებას გვიკეთებს. დღეს ამ ქალაქში ტარდებოდა ღია ჩემპიონატი, სადაც რეალურად მონაწიელობა უნდა მიეღო 350-ზე მეტ სპორტსმენს. დაახლოებით ასპარეზობდა 60 სპორტსმენი.

დიდი ხანია მასთან შეხვედრას ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ყრილობა, მაგრამ 2016 წლიდან არ ჩატარებულა. ვინ წყვიტავს და რას წყვიტავს საერთოდ არა ვიცით. წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან ფედერაციის წევრები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კლუბ "დოჯოს" მწვრთნელმა შოთა გოჩიაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფოთის პოლიციასთან შეკრებილი არიან ტაიკვანდოს მწვრთნელები და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.