8 წლის ფოთელი საბა გოგია უშუ კუნგფუში მსოფლიო ჩემპიონია

AutoSharing Option
8 წლის ფოთელმა საბა გოგიამ ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში მიმდინარე უშუ კუნგფუს მე-8 მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატზე 50 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი მონაწილეობს. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრები 11 სპორტსმენი მონაწილეობს. გუნდს სათავეში უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე უდგას.

ვერულიძემ ამ დილით ჩინეთიდან მეტად სასიხარულო ამბავი გვაცნობა, რომ საბა გოგიამ გუნშუს საჩვენებელ გამოსვლაში-გრძელი იარაღით პირველი ადგილი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

"ძალიან საამაყოა, რადგან საბა პირველადაა ამ დონის ჩემპიონატზე და წარმეტებითაც იასპარეზა. დღის
მეორე ნახევარში გამოდის მეორე ფოთელი სპორტსმენი, 11 წლის სოფიკო აფხაზავა. ის ევროპის ჩემპიონია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ", - განაცხადა ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უშუს ჯგუფის მწვრთნელმა, ვასილ დუნდუამ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ საბა. გილოცავ! წარმატებები მუდამ!
შოთა
09:34 17-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული