საქართველოს მედროშე ევროპულ თამაშებზე გურამ თუშიშვილი იქნება - წამსვლელთა სრული სია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი ევროპის II თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს გუნდის მედროშე იქნება!

მინსკში 2019 წლის ევროპული თამაშები "დინამოს" სტადიონზე 21 ივნისს გაიხსნება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ევროპის თამაშების მონაწილეთა სია და ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა, სადაც თუშიშვილის მედროშეობაც გადაწყდა.

მინსკში ძიუდოსტები პირველები ჩაერთვებიან მედლებისთვის ბრძოლაში: 22 და 24 ივნისს 5-5 კომპლექტი გათამაშდება, 23 ივნისს - 4, ხოლო 25 ივნისს გუნდური პირველობა გაიმართება.

ევროპის I თამაშებზე, 2015 წელს ბაქოში, ძიუდო ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა იყო: ავთანდილ ჭრიკიშვილი
და ადამ ოქრუაშვილი ჩემპიონები გახდნენ, ნუგზარ ტატალაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გუნდმა ვერცხლის მედლები მოიგეს, ამირან პაპინაშვილი კი მესამე ადგილზე გავიდა.

ევროპის II თამაშებს ბელორუსის დედაქალაქი მინსკი 21-30 ივნისს უმასპინძლებს და მასში 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას 15 სახეობის 23 დისციპლინაში.
საქართველოდან 61 სპორტსმენი 10 სახეობაში გამოვა:

  • ჭიდაობა (ბერძნულ-რომაული, თავისუფალი), ძიუდო, ტყვიის სროლა, ტანვარჯიში (სპორტული, მხატვრული, ბატუტზე ხტომა), კარატე, კანოე, მშვილდოსნობა, კრივი, ველოსპორტი, სამბო

საქართველოდან მინსკში 122-კაციანი დელეგაცია (სპორტსმენები, მწვრთნელები, ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი, მსაჯები, ჟურნალისტები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სეოკ-ის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები) გაემგზავრება, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 ივნისს მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

"თქვენ წარმატებულ დარგს - ქართულ სპორტს წარმოადგენთ. საქართველო დღეს მსოფლიოში ცნობილია სპორტსმენებით. ეს იმიტომ, რომ თქვენ ბევრი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი ჩამოუტანეთ საქართველოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მინსკშიც გვასახელებთ და ამის სანახავად მეც ვიქნები თქვენთან ერთად და მხარს დაგიჭერთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ იყოთ ძალიან წარმატებულები!

სპორტი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ სპორტის სხვადასხვა სახეობა. სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა და პატარა ქვეყნისათვის, რომელსაც ძალიან სჭირდება, ცნობადი რომ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო რომ საქვეყნოდ ცნობილია, ეს თქვენი დამსახურებაცაა და ამისათვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მადლობას გიხდით. მეც და მთელი საქართველო ძალიან ამაყი ვართ თქვენი წარმატებით. გისურვებთ დიდ წარმატებებს მინსკში და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ!", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე.

გთავაზობთ საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობას:

სროლა
1. ნინო სალუქვაძე
2. ნინო ხუციბერიძე
3. ცოტნე მაჭავარიანი

ლევან ქადაგიძე - მწვრთნელი

მხ. ტანვარჯიში
1. სალომე ფაჟავა

ლალი დოლიძე-ჯანტეზი - მწვრთნელი

ბატუტი
1. ლუბა გოლოვინა
2. თეონა ჯანჯღავა
3. თენგიზ კოშკაძე

ზაქარია სულაშვილი - მწვრთნელი
ლუდმილა გოლოვინა - მწვრთნელი

სპორტული ტანვარჯიში
1. პოლინა ბორზიხი

ბესარიონ გამსახურდია - მწვრთნელი

კარატე
1. გოგიტა არქანია
ნიკოლოზ წურწუმია - მწვრთნელი

კანოე
1. ზაზა ნადირაძე
2. ბადრი ყაველაშვილი
3. მარიამ ქერდიყაშვილი

კახაბერ ლომიშვილი - მწვრთნელი

მშვილდოსნობა
1. ჯაბა მოსეშვილი
2. ციკო ფუტკარაძე

თამაზ ფუტკარაძე - მწვრთნელი

ველოსპორტი
1. თენგიზ ბარბაქაძე

ხვიჩა ბარბაქაძე - მწვრთნელი

კრივი
1. სახილ ალახვერდოვი - 49 კგ
2. ნოდარ დარბაიძე - 52 კგ
3. არტიუშ გომციანი - 56 კგ
4. ოთარ ერანოსიანი - 60 კგ
5. ლაშა გურული - 64 კგ
6. ესკერხან მადიევი - 69 კგ
7. გიორგი ხარაბაძე - 75 კგ
8. გიორგი მანჯავიძე - 81 კგ
9. ნიკოლოზ ბეგაძე - 91 კგ
10. მიხეილ ბახტიძე + 91 კგ

ბეჟან ჭიჭინავა - მწვრთნელი
ილია ტლაშაძე - მწვრთნელი
თემურ ოჩიგავა - მწვრთნელი

სამბო
1. გივი ნადარეიშვილი - 52 კგ
2. ვახტანგ ჩიდრაშვილი - 57 კგ
3. გენადი ჩირგაძე - 62 კგ
4. მინდია ლილუაშვილი - 68 კგ
5. ლევან ნახუცრიშვილი - 74 კგ
6. ბექა ბერულავა - 82 კგ
7. პაატა ღვინიაშვილი - 90 კგ
8. დავით ლორიაშვილი - 100 კგ
9. ბექა ბერძენიშვილი - +100 კგ
10. მარიამ ჯანაშვილი - 56კგ
11. სალომე აბაშიძე - 68 კგ
12. ნინო ოძელაშვილი - 72 კგ
13. ირინე ლეონიძე - 80 კგ
14. ელენე ქებაძე - +80 კგ

ჯონდო მუზაშვილი - მწვრთნელი
სოსო ლიპარტელიანი - მწვრთნელი
მირიან პავლიაშვილი - მწვრთნელი
გიორგი ჩიტაშვილი - მწვრთნელი

ძიუდო
1. ამირან პაპინაშვილი - 60 კგ
2. ლუხუმ ჩხვიმიანი - 60 კგ
3. ვაჟა მარგველაშვილი - 66 კგ
4. ბაგრატ ნინიაშვილი - 66 კგ
5. ლაშა შავდათუაშვილი - 73 კგ
6. ლუკა მაისურაძე - 81 კგ
7. ბექა ღვინიაშვილი - 90 კგ
8. ვარლამ ლიპარტელიანი - 100 კგ
9. გურამ თუშიშვილი +100 კგ
10. ეთერ ლიპარტელიანი - 57 კგ

ნოდარ მეტრეველი - მწვრთნელი
გიორგი ბაინდურაშვილი - მწვრთნელი
მინდია ბოდაველი - მწვრთნელი
გია თენაძე - მწვრთნელი

თავისუფალი ჭიდაობა
1. ლაშა ლომთაძე - 57 კგ
2. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - 65 კგ
3. ავთანდილ კენჭაძე - 74 კგ
4. სანდრო ამინაშვილი - 86 კგ
5. ელიზბარი ოდიკაძე - 96 კგ
6. გივი მაჭარაშვილი - 125 კგ

გიორგი იანტბელიძე - მწვრთნელი
დავით ოთიაშვილი - მწვრთნელი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
1. დავით ჩხარტიშვილი - 60 კგ
2. შმაგი ბოლქვაძე - 67 კგ
3. გელა ბოლქვაძე - 77 კგ
4. რობერტ კობლიაშვილი - 87 კგ
5. რევაზ ნადარეიშვილი - 97 კგ
6. იაკობ ქაჯაია - 130 კგ

ბექა როყვა - მწვრთნელი
ვლადიმერ გეგეშიძე - მწვრთნელი

ადმინისტრაცია
1. გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი
2. რუსუდან აფციაური - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე
3. ირაკლი დოლაბერიძე - ადმინისტრაციული პერსონალი
4. თეონა ომანაძე - პრესატაშე

სამედიცინო პერსონალი
1. ზურაბ კახაბრიშვილი
2. დიმიტრი ბაღათურია
3. გიორგი მგელაძე
4. თემურ მგელაძე
5. ლაშა ღონღაძე
6. რუსლან ღიბრაძე
7. ავთანდილ თელია
8. გიორგი ქავთარაძე
9. დავით შამათავა
10. ფირუზ თუნაძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენო პეტრიაშვილი რატომ არაა?
emigranti
18 ივნისი 2019 13:57
1
პატარიძე და გენო პეტრიაშვილი რატომ ვერ მიდიან
goga
18 ივნისი 2019 13:47
1

სიახლეები პოპულარული