მინსკში ევროპულ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მეორე ჯგუფი ჩავიდა

AutoSharing Option
ფოტო: geonoc.org.ge

19 ივნისს, დილით,  მეორე ევროპული თამაშების დედაქალაქში, მინსკში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი ჩავიდა - ძიუდოისტები, სამბისტები, ტყვიის მსროლელები და მხატვრულად ტანმოვარჯიშეები. ისინი უკვე განთავსდნენ ოლიმპიურ სოფელში.

ამასობაში პირველი ვარჯიშები ჩაატარეს ჩვენმა მოკრივეებმა და მშვილდოსნებმა, რომლებიც ერთი დღით ადრე ჩაფრინდნენ მინსკში.

ქართველთაგან შეჯიბრებაში პირველები სწორედ ამ სახეობების წარმომადგენლები ჩაებმებიან და ეს მოხდება 21 ივნისს, თამაშების გახსნის დღეს. მშვილდოსანთაგან სტარტს აიღებენ ციკო ფუტკარაძე და ჯაბა მოსეშვილი, მოკრივეთაგან - სახილ ალახვერდოვი (49 კგ), ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ) და მიხეილ
ბახტაძე
(+91 კგ).

21 ივნისს მინსკში იწყება მეორე ევროპული თამაშები - 2019 წლის უმთავრესი მულტისპორტული შეჯიბრება, რომელშიც კონტინენტის 50 ქვეყნის საუკეთესო ათლეტები სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებენ. ბელორუსის დედაქალაქში საქართველო 61 სპორტსმენით წარდგება. ისინი მედლებისთვის სპორტის 10 სახეობაში იბრძოლებენ.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები, თამაშების განრიგის შესაბამისად, მინსკში სხვადასხვა დროს ჩავლენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული