მინსკის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა

AutoSharing Option
მინსკის ოლიმპიურ სოფელში დროშის აღმართვის ტრადიციული ცერემონია გაიმართა. აღიმართა თამაშებში მონაწილე 50 ქვეყნის, მათ შორის - საქართველოს დროშა. ასევე - ევროპული თამაშების ოფიციალური დროშა.

დროშის აღმართვის ცერემონიას მოჰყვა საზეიმო კონცერტი. ამის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა გადაინაცვლეს ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოლიმპიური მისიების ხელმძღვანელებმა თითო მუხის ხე დარგეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე სპორტსმენები, დელეგაციის წევრები, ოფიციალური პირები, საპატიო სტუმრები.


მომზადებულია სეოკ-ის ვებგვერდის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული