მინსკი 2019. დღე პირველი: ქართველი სპორტსმენების მონაგარი - 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, ქართველმა სპორტსმენებმა მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე წარმატებული სტარტი აიღეს.

ქართველმა ოლიმპიელებმა 22 ივნისს 10 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ძიუდოში ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) გახდა, ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

სამბოში ოქროს მედლებს ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ), ვერცხლს მინდია ლილუაშვილი (68 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბექა ბერულავამ
(82 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ფინალში ოძელაშვილი 2:0-ს ამარცხებდა მასპინძელ ანჟელა ჟილინსკაიას, მაგრამ მხარი ამოუვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ექიმის დახმარების შემდეგ ბრძოლის გაგრძელება სურდა, ამის ნება არ დართეს და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ მესამე ადგილზეა.

მოკლედ, დასაწყისი ჩინებულია და უკეთეს გაგრძელებას ველით!

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნინოზე დამწყდა გული, ნაღდი ოქრო დაკარგა, ოქროს გოგომ.
0
ყოჩაღ თქვენ. მაგარი დასაწყისია და იმედია ასე გააგრძელებთ. წარმატებები
Geo_Dinamo
10:22 23-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული