15 მოგება, 2 მარცხი - Bellator-მა კონტრაქტი ერთხელიან მებრძოლს გაუფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
XFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონაში ნიკ ნიუელი უფრო მაღალი დონის ორგანიზაციის ფარგლებში გამართავს ბრძოლებს. მას კონტრაქტი ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა კომპანიამ, Bellator-მა გაუფორმა.

Bellator-ის ფარგლებში პირველ ბრძოლას ნიკ ნიუელი 24 აგვისტოს ქორი ბროუნინგის წინააღმდეგ ბრიჯპორტში გამართავს.

ნიუელი, რომელიც მარცხენა ხელის გარეშე დაიბადა, კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია MMA სპორტსმენებს შორის. მან ზედიზედ 11 პროფესიონალური ბრძოლა მოიგო და მხოლოდ ჯასტინ გეითჯთან დამარცხდა, რომელიც ახლა UFC-ის ჩემპიონობის პრეტენდენტია.

"აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი ამ დონეზე მომეცა. ვფიქრობ, რომ ბროუნინგი კარგი მოწინააღმდეგეა
და ფანებისთვის კარგი შოუ იქნება. თუმცა შეცდომა არ დაუშვათ, მე უკეთესი მებრძოლი ვარ და ამას დავამტკიცებ კიდეც", - განაცხადა ნიკ ნიუელმა.

33 წლის სპორტსმენი, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე 15 ორთაბრძოლაში გაუმარჯვია (მხოლოდ 2 მარცხი), 10 წუთის სავალზე ცხოვრობს იმ დარბაზიდან, სადაც ბრძოლა უნდა გაიმართოს. აქედან გამომდინარე, არა უბრალოდ ფანების, მეზობლების მხარდაჭერაც გარანტირებული აქვს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული