სხვა

სხვადასხვა

7 აგვისტოს დაიჯესტი - ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები

AutoSharing Option
Sportall.ge ახალ რუბრიკას იწყებს, რომლის მიხედვით, ყოველდღიურად გასული დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების დაიჯესტს შემოგთავაზებთ.
1. თბილისის "დინამომ" როტერდამში, "დე კუიპზე" "ფეიენოორდთან" მატჩის წინ ვარჯიში გამართა. ასევე, კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციები ჩაატარეს.

2. საქართველოს ჩემპიონმა ქალთა ფეხბურთში "ნიკემ" ჩემპიონთა ლიგა შოტლანდიურ "ჰიბერნიანთან" მარცხით დაიწყო - 0:3.

3. გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები:
  • "კრასნოდარი" - "პორტუ" 0:1
  • "ისტანბულ ბასაქშაქირი" - "ოლიმპიაკოსი" 0:1
  • "კლუჟი" - "სელტიკი" 1:1
  • "ბაზელი" - ლასკ 1:2
  • "მარიბორი" - "როსენბორგი" 1:3

4. დიეგო ფორლანმა კარიერა დაასრულა.

5. დანი ალვეშს "სან
პაულუში" გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

6. ჯაბა კანკავა ქართველ ძმებს დედის ავადმყოფობის დაძლევაში ეხმარება.

7. ლევან მჭედლიძის აყვანის სურვილი იტალიურმა კლუბმა გამოთქვა.

8. ვაკო ყაზაიშვილი ჯორჯ ბესტს შეადარეს.

9. ლაშა შინდაგორიძემ "შახტიორში" გადასვლის შემდეგ პირველი ინტერვიუ Sportall.ge-ს მისცა.

10. Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ბათუმის "დინამო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს.

11. გაირკვა "ფეიენოორდი"-"დინამოს" შეხვედრის ტრანსლაციის საკითხი.

12. "მანჩესტერ სიტიმ" და "იუვენტუსმა" ფეხბურთელები გაცვალეს.

13. მადრიდის "რეალმა" "რედ ბულ ზალცბურგი" ამხანაგურ შეხვედრაში აზარის გოლით დაამარცხა, "ბარსამ" კი "ნაპოლის" მოუგო.

14. საქართველოს ნაკრების მორაგბე გიორგი ნემსაძემ გულშემატკივრებს მიმართა.

15. რაფაელ ნადალი, კარენ ხაჩანოვი, დომინიკ ტიმი, დანილ მედვედევი, ფაბიო ფონინი, გაელ მონფილსი და ფელიქს ოჟე-ალიასიმი მონრეალის მასტერსის 1/8-ფინალში გავიდნენ.

16. ფორმულა 1-ში განიხილეს 2021 წელს ერთ-ერთი რბოლის საუდის არაბეთში ჩატარების საკითხი.