სხვა

სხვადასხვა

ახალი საფეხბურთო სტადიონი საქართველოში - 11 აგვისტოს დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ცნობილი გახდა "საბურთალოსა" და "არარატ-არმენიას" თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასები.

2. ცნობილი გახდა საბა კვირკველიას უთამაშებლობის მიზეზი.

3. ამბროლაურში საფეხბურთო მოედანი გაიხსნა.

4. ვაკო ყაზაიშვილმა სეზონში მე-11 გოლი გაიტანა.

5. ეროვნული ლიგის 23-ე ტურში "რუსთავმა" "ტორპედოს" მოუგო, "ჩიხურამ" და "სიონმა" ფრედ ითამაშეს.

6."დილასა" და "ლოკომოტივის" მატჩისას გულშემატკივარი გარდაიცვალა.

7. U17. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობა გამარჯვებით დაიწყო.

8. პრემიერლიგის პირველ ტურში "მანჩესტერმა" "ჩელსი" გაანადგურა (4:0). ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ში პსჟ-მა "ნიმი" დაამარცხა (3:0).

9. "რეალმა" ამხანაგურ მატჩში "რომასთან" პენალტების სერიაში წააგო.

10. მონრეალის წლევანდელი ტურნირი რაფაელ ნადალისთვის 35-ე მოგებული მასტერსი გახდა და რაფა ამ მხრივ რეკორდსმენია. ფინალში დანილ მედვედევს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო. ტორონტოს მასტერსის ფინალში 3 გეიმის შემდეგ მოეხსნა სერა უილიამსი და ტიტული ანდრეესკუმ მოიგო.

11. საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა მეექვსე ადგილზე დაასრულა ევროპის ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში.

12. საქართველოს ნაკრებმა გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის მემორიალი 28 მედლით დაასრულა.

13. გოგონების გუნდური პირველი ადგილი ევროპის თასზე ძიუდოში. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნატალია ყიფშიძე (-48კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნინო გულბანმა (-70კგ) და სალომე მაყიშვილმა (+78კგ). საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ვაჟთა ნაკრებიდან შეჯიბრებაში მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი მონაწილეობდა.