მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი

AutoSharing Option
1. თორნიკე შენგელიამ NBA-ს კლუბებიდან მიღებულ შემოთავაზებებზე ისაუბრა.

2. ელგუჯა გრიგალაშვილი ჰეთ-თრიკით საკუთარ გუნდს თასის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა.

3. ფრანკ რიბერი "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდა.

4. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქემ ერთა თასზე გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

5. ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

6. ლეო მესიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა და სავარაუდოდ, "ბეტისთან" ითამაშებს.

7. საქართველოს ნაკრები ვიდეოთამაშ PES 2020-ში იქნება.

8. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

9. კეილორ ნავასმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.

10. goal.com-ის ინფორმაციით, სუარესისა და დემბელეს ტრავმების ფონზე შესაძლოა მანჯუკიჩი
"ბარსელონაში" გადავიდეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესღა აკლია ბარსას. აუსვას სადაც უნდა ბარსას გარდა. ისედაც ბევრი მოთამაშეებით არის სავსე გუნდი. კოუს გაშვება შეიძლებოდა? და ეს მოიყვანონ? არავითარ შემთხვვაში. ბოლოსდაბოლოს ბარსა არ უნდა გახდეს ყველას თავშესაფარი გუნდი.
vaska
22 აგვისტო 2019 11:00
4
არ ვიცი ბარსაში ადაპტაციას როგორ მოახერხებს, მაგრამ მანჯუკიჩსნაირი მშრომელი ფეხბურთელი ძალიან ცოტაა თანამედროვე ფეხბურთში. ამას ემატება მისი ფიზიკური კონდიციები , ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ტრამვას თითქმის არ იღებს , ეს ფაქტორებია მნიშვნელოვანი და არა ის რომ კოუტინიო ჯობია თუ მანჯუკიჩი. კოუტინიო რომ კარგი ფეხბურთელი იყო ყველამ იცის მაგრამ ადაპაცია ვერ გაიარა ეგ იყო პრობლემა , არ უნდა წამოსულიყო ლივერპულიდან.
Gabriel Pasternak
22 აგვისტო 2019 14:07
0

სიახლეები პოპულარული