ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ წუხილი გამოთქვა, რომ ამაზონის ტყეები იწვის.
"ამაზონი ცეცხლის ალშია მოფენილი. ამაზონი არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკას, არამედ ჩვენ ყველას გვეკუთვნის. მისი ტყეები დედამიწის ფილტვებია, ისინი პლანეტას ჟანგბადის 20 პროცენტს აძლევენ. ამაზონი ჩვენი ყველას ტყეა და ჩვენი მომავალი იწვის. ამაზონი ამას არ იმსახურებს, ჩვენი დედამიწა არ იმსახურებს ამას. რამე უნდა მოიმოქმედოთ", - დაწერა დიბალამ სოციალურ ქსელში.
ბრაზილია ამაზონის ტყეების ხანძრისგან შექმნილმა კვამლმა მოიცვა. ტყეები უკვე 16 დღეა იწვის. ბრაზილიის სახელმწიფო კოსმიურმა ცენტრმა INPE-მა აღნიშნა, რომ ხანძრის კერების
რეკორდული მაჩვენებელია.
წლის დასაწყისში სულ 70 ათასი კერა იყო დარეგისტრირებული, ხოლო გასული კვირიდან სატელიტებმა 9507 ახალი კერა შენიშნეს. ეს 83 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა წელს.