კონორ მაკგრეგორი: სპორტში მოსვლის მიზანი სუსტების დაცვა იყო, თუმცა მე თვითონ მოვიქეცი საპირისპიროდ

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა ირლანდიელმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში დუბლის ერთ-ერთი პაბში ასაკიანი კაცისთვის დარტყმის გამო.

"არ აქვს მნიშვნელობა, იქ რა მოხდა. მე სწორი არ ვიყავი. ამ ადამიანს პაბში დროის კარგად გატარება უნდოდა და არა ისე, როგორც მისთვის დღე დამთავრდა.

ეს 5 თვის წინ იყო. მე საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას შევეცადე, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე შევცდი, უფრო ადრე უნდა ამეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ახლა კი მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც მე მიჭერს მხარს.

მე ვატარებ საკუთარი დედის, ოჯახისა და მწვრთნელების
ვალს, მე მათ წინაშე ვარ პასუხისმგებელი. იქ არ იყო ის კონორი, ვინც სინამდვილეში ვარ. ეს არ ყოფილა ის მიზეზი, რატომაც ММА-ში მოვედი.

ჩემი სპორტში მოსვლის მიზანი სუსტების ისეთი საქციელისგან დაცვა იყო, როგორიც მე თვითონ ჩავიდინე. ახლა აქ ვარ, რათა ეს ვაღიარო და განვაგრძო გზა წინ", - თქვა კონორმა ბრიტანულ ESPN-თან.

შეგახსენებთ, კონორ მაკგრეგორმა ასაკში შესულ კაცს დუბლინის ერთ-ერთ პაბში დაარტყა, რადგან იმ კაცმა კონორის მიერ მიწოდებული ვისკი არ დალია. თავად დაზარალებულმა The Sun-თან განაცხადა, რომ ამ დარტყმის შემდეგ თავი 1 კვირა სტკიოდა და კონორი, უბრალოდ, ფულიანი ხულიგანია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული