სხვა

სხვადასხვა

კრუიფის ძეგლი "ნოუ კამპზე", ხამესის ტრავმა - 26 აგვისტოს დაიჯესტი

AutoSharing Option
1. გამოქვეყნდა სუმოს ახალი ბანძუკე (რეტინგი), რომელშიც ქართველმა სუმოისტებმა პოზიციები შეიცვალეს.

2. ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბმა მკაცრი განცხადება გაავრცელა.

3. ფიფამ შესაძლოა, გვერდითი არბიტრები რობოტებით ჩაანაცვლოს.

4. გამოქვეყნდა ფოტოები, თუ როგორი იქნება "ბორჯღალოსნების" კვართი მსოფლიო თასზე.

5. US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში მსოფლიო 64-ე ჩოგანს მოუგო, მარიამ ბოლქვაძემ - 65-ეს.

6. ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში შეიყვანეს.

7. "ინტერმა" ანტონიო კონტეს სადებიუტო მატჩში "ლეჩე" გაანადგურა.

8. მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა ტრავმა მიიღო და 3 კვირას გამოტოვებს.

9. საქართველოს
კარატისტთა ნაკრებმა რიზეში გამართულ შავი და კასპიის ზღვის ქვეყნების ჩემპიონატზე 13 ოქროს, 5 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

10. მარცხის შემდეგ აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა კანადა უპრობლემოდ დაამარცხა - 84:68.

11. "ბარსელონამ" ლეგენდარულ იოჰან კრუიფს "ნოუ კამპზე" ძეგლი დაუდგა.

12. ჯოკოვიჩი, მედვედევი, ვავრინკა და ფედერერი ამერიკის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში გავიდნენ. იგივე შედეგი გაიმეორეს ქალებში კვიტოვამ, ბარტიმ, უილიამსმა.