ნადალის რეკორდი US OPEN-ზე - 27 აგვისტოს დაიჯესტი

AutoSharing Option
1. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "საუზერნ კინგსი" დაამარცხა.

2. "საუზერნ კინგსისას" და საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა და მორაგბეებმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

3. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

4. საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა გია ცეცაძემ გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

5. ქუთაისის "ტორპედოს" განცხადებით, კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

6. დუაიტ ჰოვარდი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელი გახდა.

7. პლეი-ოფის სტადიის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა "ცრვენა ზვეზდამ", "ოლიმპიაკოსმა" და ზაგრების "დინამომ" მოახერხეს.

8.
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ნეიმარის ტრანსფერის შესახებ იმედიანი განცხადება პარიზიდან გააკეთა, თუმცა, როგორც ჩანს, ამაოდ, პსჟ-მა კიდევ ერთხელ უთხრა უარი კატალონიურ გრანდს.

9. რუსეთის ფრენბურთის ახალგაზრდული ნაკრების არასრულწლოვან წევრს ორმა პოლიციელმა სექსი აიძულა.

10. პორტუგალიის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ჟოაუ მარიუ მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარის წესით ითამაშებს.

11. ნადალი, კირიოსი, მონფილსი, ზვერევი და რუბლიოვი ამერიკის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში გავიდნენ. ქალთა გათამაშებაში იგივე შედეგი გაიმეორეს ვოზნიაცკიმ, ჰალეპმა, ოსაკამ, კვიტოვამ და გაუფმა. აღსანიშნავია, რომ ნადალმა Flushing Meadows-ის კორტზე მე-15 გამარჯვება იზეიმა, ისე, რომ არცერთხელ არ დამარცხებულა და ეს რეკორდული მაჩვენებელია.

12. მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში 73 კგ წონით კატეგორიაში იაპონელი შოჰეი ონო გახდა. ვერცხლის მედალი აზერბაიჯანელმა რუსტამ ორუჯოვმა მიიღო. ბრინჯაოსპრიზიორები აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი და რუსი დენის იარცევი გახდნენ. ქალებში 57 კგ კატეგორიაში ოქროს მედალი კანადელმა კრისტა დეგუშიმ დაისაკუთრა. ვერცხლის მედალი წილად იაპონელ ცუკასა იოშიდას ხვდა. ბრინჯაოს მედლები პოლონელმა იულია კოვალჩუკმა და ბრაზილიელმა რაფაელა სილვამ მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული