ვინ გახდება პირველი ჩოგანი? მესიმ პაპის ჯილდო მიიღო - 2 სექტემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასისთვის შემადგენლობა გამოაცხადა.

2. საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ლევან შენგელია თურქეთის სუპერლიგის კლუბ "ქონიასპორის" ფეხბურთელი გახდა და კლუბმა უცნაური ვიდეორგოლით წარადგინა.

3. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მორაგბემ მილტონ ჰეიგის მიმართ უკმაყოფილება უხეში სიტყვებით გამოხატა და ფედერაცია გააკრიტიკა.

4. ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ბერიძე ბელგიურ "ლოკერენში" გადავიდა.

5. მაურო იკარდი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

6. ჩიჩარიტო ესპანეთში ბრუნდება.

7. ჰენრიხ მხითარიანი "რომაში"გადავიდა.

8. პსჟ-მა და მადრიდის "რეალმა" მეკარეები გაცვალეს.

9. საქართველოს ეროვნული ნაკრები დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ითამაშებს.

10.
ლიონელ მესიმ რომის პაპის ფონდის სპეციალური ჯილდო მიიღო და პრიზის სახით მოზამბიკელი ბავშვების მიერ გაკეთებულ ბურთი გადასცეს. გამარჯვებული კოპა ამერიკაზე მონაწილე ფეხბურთელებიდან ფონდით მოსარგებლეებმა აარჩიეს.

11. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნაომი ოსაკამ US Open-ის მეოთხე წრეში წააგო და ტურნირის შემდეგ რეიტინგში პირველ პოზიციას ავსტრალიელ ბარტის გადაულოცავს. კაცთა თანრიგში მეოთხედფინალში გაელ მონფილსი, მატეო ბერეტინი, რაფაელ ნადალი და დიეგო შვარცმენი გავიდნენ.


13. კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული მატჩების შედეგები:

იტალია - ანგოლა 92:61
ვენესუელა - კოტ-დიუვარი 87:71
არგენტინა - ნიგერია 94:81
ტუნისი - ირანი 79:67
სერბეთი - ფილიპინები 126:67
ჩინეთი - პოლონეთი 76:79
პუერტო რიკო - ესპანეთი 63:73
სამხრეთი კორეა - რუსეთი 73:87
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული