სხვა

სხვადასხვა

ევროპის თასი რიყის პარკში საზეიმოდ გაიხსნა - 6 სექტემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option









11. თბილისის რიყის პარკში დაიწყო 3X3 კალათბურთში 2019 წლის ევროპის თასის გათამაშება 18-წლამდელთა შორის.

ტურნირის პირველ სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრები მხოლოდ გოგონებით წარსდგა. ჩვენმა ნაკრებმა 2 შეხვედრა გამართა - პირველი უნგრეთთან, ხოლო მეორე - გერმანიასთან.

სამწუხაროდ, ქართველი გოგონები ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ. პირველი მატჩი, უნგრელებთან, საქართველომ 6:15 დათმო, ხოლო გერმანიასთან დაპირისპირება 6:21 წააგო. ამით, საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა და მისთვის ევროპის პირველობა დასრულდა.

12. US OPEN-ის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. დანილ მედვედევმა გრიგორი დიმიტროვი 3 სეტში ანგარიშით 7:6, 6:4, 6:3 დაამარცხა და ფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც მატეო ბერეტინი ასევე 3 სეტში 7:6, 6:4, 6:1 სძლია.

13. მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში გრძელდება:

ესპანეთი-იტალია 67:60
არგენტინა-ვენესუელა 87:67
სერბეთი-პუერტო რიკო 90:47
პოლონეთი-რუსეთი 79:74
ასევე დაგაინტერესებთ