ფერგიუსონი: ნურმაგომედოვი "სველი გადასაფარებელივით" იბრძვის

AutoSharing Option
UFC-ის MMA მებრძოლმა ტონი ფერგიუსონმა კომენტარი გააკეთა ლეკი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ამერიკელი დასტინ პორიეს ბრძოლის შესახებ.

"როგორი იყო ხაბიბი ბრძოლისას ჩემი აზრით? ზარმაცი, ერთფეროვანი. ის ცდილობს მოწინააღმდეგის გისოსებთან მიმწყვდევას, მთელი წონით აწვება და აქტიური მოქმედებებისთვის დიდად თავს არ იწუხებს. ჩვენთან, ჯიუ ჯიცუში ამას "სველი გადასაფარებელი" ჰქვია.

გამარჯვების გამო ის პატივისცემას იმსახურებს. ხაბიბი შესანიშნავი მებრძოლია. მასთან საბრძოლველად არასდროს მოვმზადებულვარ, თუმცა საქმე თუ აქამდე მივა, ჩვენ ვიცით, ეს კოდი როგორ გავტეხოთ", - განაცხადა ტონიმ ESPN-თან საუბარში.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა დასტინ პორიე მე-3 რაუნდში
დაამარცხა მახრჩობელა ილეთით. ხაბიბს 28 გამართული ბრძოლიდან არცერთი არ წაუგია და დაუმარცხებელი ჩემპიონის სტატუსით სარგებლობს. 35 წლის ტონი ფერგიუსონმა ბოლოს 7 წლის წინ წააგო და დღეს სამართლიანად ითვლება ერთადერთ მებრძოლად, რომელსაც ხაბიბის დამარცხება შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული