კონორ მაკგრეგორმა დაბრუნების თარიღი დაასახელა

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა საშუალო წონაში, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა "ტვიტერის" საშუალებით ოქტაგონზე დაბრუნების თარიღი დაასახელა.

"14 დეკემბერი, დუბლინი", - დაწერა კონორმა.

უკანასკნელი ბრძოლა მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან ჩაატარა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით ნაადრევად დამარცხდა. მას შემდეგ ხაბიბმა დასტინ პორიეს მოუგო, რომლის მაისურის გაყიდვით, სხვათა შორის, დაღესტნელმა 100 000 დოლარი გამოიმუშავა და პორიეს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.

ოქტაგონზე ბრძოლის გამართვამდე კონორმა პაბში იჩხუბა და მეტოქედ ასაკოვანი კაცი შეარჩია, რომელსაც მხოლოდ იმიტომ დაარტყა, რომ მისი შეთავაზებული ვისკი არ დალია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული