ნურმაგომედოვი: დედა ყოველთვის მეუბნება - "არაა საჭირო ადამიანების ცემა, გადაიყვანე პარტერში და დაამთავრე"

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონმა საშუალო წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა რუსეთის "პირველ არხთან" მისი ბრძოლების მიმართ დედის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"დედა ადრე ჩემს ბრძოლებს არ უყურებდა, ახლა კი არჩევანი არ აქვს. მთელი ქვეყანა, მთელი მსოფლიო უყურებს და მასაც უწევს ტელევიზორიდან თვალის მიდევნება. თუმცა მხოლოდ მომენტებს თუ შეხედავს. გადი-გამოდის ოთახში, მეორე ოთახიდან კითხულობს: "ვინ იგებს ბრძოლას?" ძალიან ნერვიულობს. დედა მაინც დედაა.

სულ ვეხმიანები მას, დღეში ერთხელ მაინც ვურეკავ. მომზადებისა და ვარჯიშის პროცესს ნაკლებად განვიხილავთ. დედა სულ მეუბნება: "შვილო, გააკეთე შენი საქმე. გადაიყვანე პარტერში და მალე დაასრულე.
არაა საჭირო ადამიანების ცემა. გააკეთე მტკივნეული ილეთი, დაე, დაარტყას ხელი ძირს და დამთავრდეს ჩხუბიც", - მოჰყავს დაღესტნელი მებრძოლის სიტყვები რუსეთის "პირველ არხს".

ხაბიბმა რამდენიმე დღის წინ დაამარცხა ამერიკელი დასტინ პორიე და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დედას პარტერში უყვარს
ზაზა
07:57 19-09-2019
3
დედა, რა ადამიანურია! რა ცაკალელია, ხაბიბის დედა
gagi
19:59 18-09-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული