სხვა

სხვადასხვა

"ბაიერნისა" და ბენზემას რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე - 18 სექტემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. გაგამარუმ მეტოქე ლამაზი ილეთით დაამარცხა, ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა და დოჰიოდან გიოჯი მოისროლა.

2. ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური: "რეალი" პარიზში განადგურდა, "ატლეტიკომ" "იუვენტუსთან" ქულა გადაარჩინა.

3. 19 წლის ქართველი მორაგბე ავარიაში დაიღუპა.

4. ხავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის 3 ფავორიტი დაასახელა.

5. Sky Sport-ის ინფორმაციით, გაირკვა სტადიონი, რომელიც 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს.

6. კრიშტიანო რონალდო იმ ქალისა და გოგონების პოვნას ცდილობს, რომლებიც "მაკდონალდსის" ბურგერებს უფასოდ აჭმევდნენ.

7. ნარდის ლიგის მე-11 ტურის გამარჯვებული კახაბერ ნაჭყებია გახდა.

8. ესპანური გამოცემის მიხედვით,
მადრიდის "რეალი" პსჟ-ს კილიან მბაპეს ტრანსფერზე შეუთანხმდა.

9. მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ მე-16-დ მოიგო საწყისი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც გერმანულ გრანდს ეკუთვნოდა.

10. რეკორდი დაამყარა "რეალის" ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ. ფრანგ ფეხბურთელებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ ტიერი ანრის გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა.
ასევე დაგაინტერესებთ