სხვა

სხვადასხვა

ფეხბურთში დროებითი შეცვლები იქნება?! - 23 სექტემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსთან დამარცხდა.

2. მილტონ ჰეიგმა და უელსელთა მწვრთნელმა გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

3. მამუკა გორგოძემ, ბექა გორგაძემ და მიხეილ ნარიაშვილმა უელსთან მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს.

4. ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის მხრიდან ხელის შეშლაზე საუბრობს.

5. ფრანკ რიბერი სერია A-ს რეკორდსმენი გახდა.

6. ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

7. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

8. საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა.

9. ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, საუკეთესო მწვრთნელი - იურგენ კლოპი.

10. გია გრიგალავამ ტულის "არსენალის" ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში თავს, როგორც სახლში, ისე გრძნობს.

11. Inside world football-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭო (IFAB) განიხილავს სამედიცინო შემოწმების მიზნით ფეხბურთში დროებითი შეცვლების დანერგვის საკითხს. აღნიშნული თემა საბჭოს 2020 წლის მარტის შეკრებაზე იქნება წარდგენილი.