რაჰიმ სტერლინგი "რეალში"? - 24 სექტემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. კანკავას და ვაისის არჩევანი არ დაემთხვა - ვის მისცეს ხმები საქართველოდან ფიფას გამოკითხვაში.

2. დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციელის ნკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენთა რეკომენდაციებით გაათავისუფლეს, სიცრუეს უწოდებს.

3. რონალდო მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას ფილოსოფიურად გამოეხმაურა.

4. ანტონ პლესნოიმ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოუტანა.

5. ბრიტანულმა გამოცემამ საქართველოს 6 ერში თამაშის საკითხზე ისაუბრა.

6. რუსეთს შესაძლოა ყველა მთავარ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა აუკრძალონ.

7. საინტერესო ფაქტები ცხენოსნობაზე და ცხენოსნობა საქართველოში - როგორ ვითარდება სპორტის ნაციონალური სახეობა.

8. მსოფლიო
თასი. A ჯგუფი: რუსეთმა მეორე მარცხი სამოასთან იწვნია.

9. The Athletic: ხოსეპ გვარდიოლა "სიტიდან" წასვლის შემდეგ "იუვენტუსს" ჩაიბარებს.

10. გიორგი არაბიძემ თურქეთის თასზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.

11. "ტოტენჰემი" ინგლისის ლიგის თასიდან მეოთხედივიზიონელმა გამოაგდო.

12. ლევან მჭედლიძემ GFF-ის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

13. "იუვენტუსმა" რონალდოს გარეშე გაიმარჯვა - ბალოტელი "ბრეშიას" ვერაფრით შეეწია.

14. "ბარსელონამ" "ვილიარეალის" დამარცხება მოახერხა, მესიმ ისევ ტრავმა მიიღო.

15. მადრიდის "რეალი" რაჰიმ სტერლინგით არის დაინტერესებული და მადრიდელები უკვე ესაუბრნენ სტერლინგის აგენტს. The Athletic-ის ინფორმაციით, სტერლინგს მოსწონს ეს იდეა, თუმცა უახლოეს ხანებში "რეალში" გადასვლას არ აპირებს. თუმცა ფლორენტინო პერესი მისთვის ძალიან საინტერესო შეთავაზების გაკეთებას აპირებს...
https://sportall.ge/sporti/qarthuli-fekhburthi/133755-kankavas-da-vaisis-archevani-ar-daemthkhva-vis-misces-khmebi-saqarthvelodan-fifas-gamokithkhvashi.html
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული