ჩეჩენმა MMA მებრძოლმა მოგამედ ბიბულატოვი ღირსეულად მოიქცა და Absolute Championship Akhmat 100-ის ფარგლებში გამართული ბრძოლის დროს ოქტაგონის ძირს დაცემულ ბრაზილიელ მეტოქე ჯოსიელ სილვას არ დაარტყა.
მეორე რაუნდის დრო ბიბულატოვმა მოწინააღმდეგეს ფეხით მტკივნეული დარტმა მიაყენა და ბრაზილიელიც ძირს დაეცა. მსაჯმა ბრძოლა არ გააჩერა, თუმცა ჩეჩენმა მებრძოლმა მეტოქეს აღარ დაუმატა, მხოლოდ დარტყმის იმიტაცია გააკეთა და ფეხზე წამოდგა.
საბოლოოდ, არბიტრმა შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვებულად ჩეჩენი მოჩხუბარი გამოაცხადა. ბიბულატოვის ანგარიშზე MMA სფეროში გამართული 17 ბრძოლაა, საიდანაც 15 გამარჯვება მოიპოვა.