"ცრვენა ზვეზდა" კოსოვოს საზღვრიდან უკან მიაბრძანეს - 9 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. U19. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უნგრეთს სძლია - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო.

2. ჰეიგმა შემადგენლობა ბოლოჯერ დაასახელა - "ბორჯღალოსნების" განაცხადი ავსტრალიასთან მატჩისთვის.

3. "ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია - უკანასკნელი შანსი, რათა სახლში თავაწეულები დაბრუნდნენ.

4. რაგბის მსოფლიო თასი: არგენტინამ გახსნილ თამაშში აშშ დაამარცხა, შოტლანდიამ რუსეთი მშრალზე დატოვა და 9 ლელო დაუდო, უელსმა ფიჯის სძლია და ჯგუფში გალიდერდა.

5. გაუსაძლისი პირობები - "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.

ამავე თემაზე განცხადება ქუთაისელთა კაპიტანმა როინ კვასხვაძემ გააკეთა.

6. "დინამოს" წყალბურთის გუნდმა ბურთი ძელს ექვსჯერ გაარტყა და
ჩემპიონთა ლიგაზე ესპანურ "ტერასასთან" დამარცხდა
.

7. თსუ დუდუ დადიანის თასის მფლობელი გახდა.

8. ამხანაგურ შეხვედრაში არგენტინამ მესის გარეშე გერმანიას 0:2-დან ამოუქაჩა.

9. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოსწავლეებს შეხვდნენ და ირლანდიასთან გამარჯვების იმედი გამოთქვეს.

10. ჯოი ბარტონმა მეტოქე გუნდის მწვრთნელს კბილები ჩაუმტვრია.

11. საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელი ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

12. ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა" თავისი გულშემატკივრებითურთ კოსოვოში არ შეუშვეს და საზღვრიდან უკან მიაბრძანეს. საქმე ეხებოდა სერბეთის თასის შეხვედრას, რომელიც "ცრვენა ზვეზდას" "ტრეპჩასთან" უნდა გაემართა. ჩრდილოეთი კოსოვო სერბებით არის დასახლებული და აღნიშნული კლუბი სწორედ სერბებს ეკუთვნის. ამიტომაც მონაწილეობს სერბეთის თასის გათამაშებაში. შეხვედრა კი დღეისთვის, 10 ოქტომბრისთვის გადაიდო და ვოივოდინას მხარეში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული