2. ევრო 2020. საკვალიფიკაციო: პორტუგალიის მძლეველი უკრაინა გავიდა - საფრანგეთ-თურქეთის ომი, შეწყვეტილი ბულგარეთი-ინგლისი.
3. ცეკვავს და მღერის Mario - გოგა ბითაძემ "ინდიანას" FanJam-ში მიიღო მონაწილეობა.
4. ცხადი კონტრასტი - "ბარსელონა" და "ესპანიოლი" კატალონიელი პოლიტიკური ლიდერების დაკავებას გამოეხმაურნენ.
5. მადრიდის "რეალმა" ზამთრის პრიორიტეტული სამიზნე დაისახა, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერის შეძენა სურს.
6. საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული "ლანჩხუთი" გახდა.
7. "დინამომ" "ოლიმპი" 100:90 დაამარცხა, "კაკტუსმა" სუპერლიგა "მგზავრების" დამაჯერებელი ძლევით დაიწყო.
8. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 ძიუდოისტით იასპარეზებს.
9. ნეიმარს მორიგი ტრავმის გამო ერთი თვე გაუცდება.
10. პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გახდა ისტორიაში მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც 700-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. აქამდე ეს რომარიოს, პელეს, გერდ მიულერს, ფერენც ფუშკაშსა და იოზეფ ბიცანს ჰქონდათ გაკეთებული.
11. 31 წლის სპორტის ოსტატს, ბიატლონისტ დმიტრი სისიგინს საკუთარ სახლში 2-მა ნაცნობმა სიკვდილამდე სცემა. შემთხვევა კრასნოიარსკში მოხდა და ექიმები სისიგინის გადარჩენას 3 კვირა უშედეგოდ ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ დამნაშავეები, რომლებიც არც კი დაუკავებიათ, ნაცემ სპორტსმენს ვიდეოს უღებდნენ. ქალაქში საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი, რადგან კრასნოიარსკელებს მიაჩნიათ, რომ 2 პიროვნება იმიტომ არ დააკავეს, რომ ერთის მამა დეპუტატთა საბჭოს წევრია, მეორის დედა - ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე.