სხვა

სხვადასხვა

რუსეთში მოსამართლისა და დეპუტატის შვილებმა სპორტის ოსტატს სიკვდილამდე სცემეს, ორივე თავისუფალია - 14 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარში ივარჯიშა - ვაისი გოლს და 3 ქულას გეგმავს.

2. ევრო 2020. საკვალიფიკაციო: პორტუგალიის მძლეველი უკრაინა გავიდა - საფრანგეთ-თურქეთის ომი, შეწყვეტილი ბულგარეთი-ინგლისი.

3. ცეკვავს და მღერის Mario - გოგა ბითაძემ "ინდიანას" FanJam-ში მიიღო მონაწილეობა.

4. ცხადი კონტრასტი - "ბარსელონა" და "ესპანიოლი" კატალონიელი პოლიტიკური ლიდერების დაკავებას გამოეხმაურნენ.

5. მადრიდის "რეალმა" ზამთრის პრიორიტეტული სამიზნე დაისახა, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერის შეძენა სურს.

6. საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული "ლანჩხუთი" გახდა.

7. "დინამომ" "ოლიმპი" 100:90 დაამარცხა, "კაკტუსმა" სუპერლიგა "მგზავრების" დამაჯერებელი ძლევით დაიწყო.

8. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 ძიუდოისტით იასპარეზებს.

9. ნეიმარს მორიგი ტრავმის გამო ერთი თვე გაუცდება.

10. პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გახდა ისტორიაში მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც 700-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. აქამდე ეს რომარიოს, პელეს, გერდ მიულერს, ფერენც ფუშკაშსა და იოზეფ ბიცანს ჰქონდათ გაკეთებული.

11. 31 წლის სპორტის ოსტატს, ბიატლონისტ დმიტრი სისიგინს საკუთარ სახლში 2-მა ნაცნობმა სიკვდილამდე სცემა. შემთხვევა კრასნოიარსკში მოხდა და ექიმები სისიგინის გადარჩენას 3 კვირა უშედეგოდ ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ დამნაშავეები, რომლებიც არც კი დაუკავებიათ, ნაცემ სპორტსმენს ვიდეოს უღებდნენ. ქალაქში საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი, რადგან კრასნოიარსკელებს მიაჩნიათ, რომ 2 პიროვნება იმიტომ არ დააკავეს, რომ ერთის მამა დეპუტატთა საბჭოს წევრია, მეორის დედა - ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე.